პაატა ბურჭულაძე ქვეყნის ერთადერთ გადამრჩენად მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს

09/22/2020

ოპერის მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება მიხეილ სააკაშვილი, რადგან მან წლების წინ ქვეყანა ფეხზე დააყენა. ამის შესახებ ბურჭულაძემ ტვ \"პირველი\"-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ის ამბობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა  ბოდიში მოიხადა და ის უკვე სხვა მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც გვერდით უდგანან მთელი საერთაშორისო ორგანიზაციებ, სახელმწიფოების მინისტრები, პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები.

პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ სააკაშვილს შეუძლია საქართველოს ფეხზე დაყენება და ეს შანსი ამომრჩეველმა ხელიდან არ უნდა გაუშვას.

MPN.GE- მარშალპრესი
მოიწონე ჩვენი გვერდი ფეისბუქზე: https://www.facebook.com/marshalpress...

ვიდეოები „მარშალ პრესი"-ისგან