უნივერსიტეტის რექტორი გადადგა, ახალს ძველი წესით აირჩევენ

10/10/2022

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა გიორგი შარშავაშიძემ, ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე, საკუთარი ნებით დატოვა. სტუდენტების განცხადებით, ყოფილი რექტორის 6-წლიანი შრომის შეფასებისთვის თსუ-ში დღეს არსებული მდგომარეობა საკმარისია. უნივერსიტეტში არ გადაწყდა სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის პირველადი პრობლემა, რაც მისი ერთ-ერთი დანაპირები იყო. მასვე ეკუთვნის ინიციატივა სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლის საფასურის გაზრდის თაობაზე, რომელიც სავარაუდოდ მალევე განხორციელდება.

აღსანიშნავია რექტორის დანიშვნის წესი. ნაცვლად იმისა, რომ რექტორი აირჩიოს უნივერსიტეტის სრულმა ლექტორატმა, მას ბუნდოვანი გზებით დამტკიცებული აკადემიური საბჭო და მისი რამდენიმე წევრი ირჩევს.12 ოქტომბერს თსუ-ის პირველ კორპუსთან კვლავ აქციაა.

გვიპოვეთ აქ:
Facebook:   / mautskebeli.ge  
Instagram:   / mautskebeli.  .
Twitter:   / mautskebeli  
Web: https://www.mautskebeli.ge/

ვიდეოები „მაუწყებელი • Mautskebeli"-ისგან