როგორ მოვკლათ ექაუნთი პირველივე დღიდან?

12/23/2023
Eliso \u0026 Giorgi-ის მიერ

როგორ მოვკლათ ექაუნთი პირველივე დღიდან?

გააკეთე ეს 5 რამ და გპირდები, გაანადგურებ შენს შანსებს, რომ სოციალური ქსელებით წარმატებას მიაღწიო

1. იყიდე ფოლოვერები და ლაიქები

აბა, პირველ და მეხუთე გამომწერს ხომ არ დაანახებ, რომ ახლა იწყებ? რას იფიქრებს? დამწყებობა ხომ ტეხავს?

ეს ფიქტიური გამომწერები არ იქნებიან დაინტერესებული შენი პოსტებით. არასდროს იყიდიან შენგან. ინსტაგრამი ხომ სულელია და ვერ არჩევს ყალბს?

გილოცავ, ასე აირტყამ “ჯარიმას” გაანადგურებ ალგორითმს გაურკევველი ვადით, დაკარგავ შანსს რომ ის პირველი 5 დალოცვილი ნამდვილი მყიდველი ადამიანი მალე მოიზიდო.

2. დაწერე არათემატური ჰეშთეგები იმის იმედით, რომ რაც შეიძლება მეტმა არამიზნობრივმა ადამიანმა ნახოს და შენი პროდუქტით არ დაინტერესდეს.

ჰეშთეგები გამოიყენება საძიებო სიტყვებად, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იპოვოს შენი კონტენტი, ვინც ამ ტერმინით გეძებს.

გამახსენე, შენს ბიზნესს რამდენი ადამიანი ეძებს სიტყვებით: #ფორიუზემენთქიიი #გავარდესესვიდეოოოო ? არცერთი. მშვენიერია

3. გადაიღე რაც შეიძლება მეტი გასართობი ტრენდი, რომელიც არაფერ კაშირშია შენს საქმიანობასთან, რომელსაც არამიზნობრივი ხალხი უყურებს და გამოგიწერს

შემდეგ, როცა 1 სერიოზულ საქმიან ვიდეოს დადებ, შენი ბიზნესისთვის, არავის მოეწონება, რადგან მაგისთვის არ გამოუწერიხარ. ალგოროთმი ჩათვლის, რომ უინტერესო რამეს დებ და აღარ აჩვენებს ამ ვიდეოს არც საკუთარ გამომწერებს, მითუმეტეს უცნობებს.

4. ჩაერთე გათამაშებებში, რომელიც იზიდავს მუქთა საჩუქრების მოყვარულ, არაგადახდისუნარიან ხალხს.

ამ გათამაშებაში თან ფულს დახარჯავ, რომელიც ამ ტიპებს აიძულებს გამოგიწერონ. როგორც კი გათამაშება მორჩება, წავა მასობრივი ანფოლოუ შენი გვერდიდან.

მით უმეტეს, თუ სერიოზული თემატიკის გვერდი გაქვს, ამ ხალხს კი ფეხებსზე კიდიხარ, მარტო აიფონის მოგება სურდათ.

ალგორითმი ჩათვლის, რომ ალბათ მაგარი მიქარე და თვეობით დაგაჯარიმებს

5. ვითომ იმისთვის, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური გვერდი აწარმოე 2 ან საერთოდ 3 ენაზე. ჰეშთეგებიც დაწერე 3 სხვადასხვა ენაზე. და გილოცავ ვერცერთი კურდღელი ვერ დაიჭირე!

რატომ? შენი გვერდი იპოვა უცხოელმა, ვიდეოები კი ქართულად ჰქონდა, ამიტომაც ვერაფერი გაიგო, არ დაგაფოლოუა. ინსტაგრამმა ჩათვალა, რომ უინტერესო იყო და აღარ აჩვენა მეტ ქართველს.

ან ზოგი ვიდეო, უცხო ენაზე დადე, გამომწერების 80% კი ქართველი გყავს, რომლებმაც ვერაფერი გაიგეს, შესაბამისად გაატარეს და ინსტაგრამმა ისევ ჩათვალა, რომ უინტერესო კონტენტი გაქვს.

თუ ამ ყველაფერს სთავაზობდი სხვებს და არ იცოდი, რომ ცუდია, არაუშავს ახლა იცი.

ხოლო, თუ ეს ყველაფერი ისედაც იცოდი და მაინც აბოლებდი გამოუცდელ დამწყებებს, გილოცავ ახლა სახალხოდ პრ*ჭი ხარ.

გააზიარე ეს ვიდეო, რომ რაც შეიძლება მეტი ნაცნობი აარიდო ამ გამოუსწერებელ შეცდომებს.

ვიდეოები „Eliso \u0026 Giorgi"-ისგან