ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა

საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს ვერც ზუგდიდში. სხდომაზე საკრებულოს ლეგიტიმაციას ყველა პარტიამ დაუჭირა მხარი, თუმცა სხვა პროცედურულ საკითხებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. კვორუმის არარსებობის გამო, თავმჯდომარის არჩევნები ერთი კვირით გადაიდო. დღეს ორი ფრაქცია შეიქმნა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ზუგდიდი-საქართველოსთვის“. „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქცია არ შეუქმნია. საკრებულოს სხდომები ჩაიშალა სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაშიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები