საქართველოს მთავრობა USAID-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს

02/03/2015
Georgian Government-ის მიერ

საქართველოს მთავრობა USAID-თან პროექტის - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) ფარგლებში თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს.
ხუთწლიანი პროექტის ბიუჯეტი 9 მილიონი დოლარია და მისი მიზანია საქართველოში მმართველობის სტრუქტურების გაუმჯობესება, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტურობის ამაღლება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.
GGI დაეხმარება ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე, გაამყარებს კავშირს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მმართველობის ძირითად პროცესებში. ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://e.gov.ge/SgPRR

ვიდეოები „Georgian Government"-ისგან