ლენტეხი-უშგულის გზა

© - https://mtisambebi.ge/ - გზების დეპარტამენტი ამ გზის რეაბილიტაციას 2017 წლიდან ახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში აცხადებდა, რომ ამ გზის ნახევრის რეაბილიტაცია 2016-ში დასრულდებოდა, მთლიანად კი 2017-ში. ჯავახიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მინისტრის თანამდებობა ისე დატოვა, ლენტეხი-უშგულის გზაზე სამუშაოები არც კი იყო დაწყებული. რეაბილიტაცია როცა დაიწყო, ჯერ 2019 წელი თქვეს დასრულების ვადად, მერე 2020, ახლა 2022-ს ამბობენ. დღევანდელი მდგომარეობით, ლენტეხიდან მელეს ჩათვლით გზა მოასფალტებულია, მელედან რამდენიმე კილომეტრზე ბეტონის საფარია დაგებულია, ზესხო-ყორულდაშის ხეობაში გზის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად ნახევარზე მეტი რეაბილიტირებული არ არის და რამდენიმე მონაკვეთზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.

მსგავსი ვიდეოები