თბილისის რომელ უბნებშია მოსახლეობის სიმჭიდროვე ნორმაზე მაღალი
06/23/2017
Business Media Georgia-ის
მიერ
დღის რიცხვი არის 397
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესში, საცხოვრებელი განაშენიანების ნორმატიულ დასაშვებ სიმჭიდროვედ განისაზღვრა 397 მოსახლე 1 ჰექტარზე.
ახლა ვნახოთ როგორ შეეფარდება ნორმა არსებულ რეალობას. სითი ინსტიტუტი საქართველოს მონაცემებით კოსტავასა და ბახტრიონზე მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 ჰექტარზე 800 მოსახლეს აღემატება.
ანუ კოსტავას გამზირსა და ბახტრიონის ქუჩაზე მოსახლეობის სიმჭიდროვე დასაშვებ ნორმაზე ორჯერ მეტია.
აღმოჩნდა თბილისის უამრავი უბანი აჭარბებს ნორმას. ზემოჩამოთვლილი ორეულის შემდეგ მოდის დიდუბე, სადაც 671 მოსახლეა ერთ ჰექტარზე, შემდეგ ვერა, 578 მოსახლით, შემდეგ ვარკეთილი, 549 მოსახლე, შემდეგ ქვემო ჩუღურეთი, 484 მოსახლე, ვაზისუბანი და მერვე ლეგიონიც დამრღვევები არიან 457 მოსახლით, ისევე როგორც ვაკე და ბაგები 435 მოსახლით. დამრღვევებში ბოლო ადგილზე ვაჟა ფშაველას კვარტლები და დიღმის მასივებია შესაბამისად 425 და 421 მოსახლით ჰექტარზე.
როგორც ხედავთ, ე.წ. ელიტური უბნები გადატვირთულბით არ ჩამოუვარდებიან დედაქალაქის პერიფერიებს. ცენტრალურ უბნებში წლების განმავლობაში მშენებლობისას კოეფიციენტების მომატება ხდებოდა. შედეგად, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემო უარესდება და ამ უბნებში, სავარაუდოდ, უძრავი ქონების ფასი მალე შემცირდება.
საბოლოო ჯამში, იმით რომ ქალაქი ბეტონის ჯუნგლებს დავამსგავსეთ ყველანი წაგებულები დავრჩით. მაგრამ რა გაეწყობა, ეტყობა ღირსები ვართ. ღირსები ვართ, რადგან ნებას ვრთავთ ქალაქის მესვეურებს, შეამცირონ საზოგადოებრივი სივრცეები და რეკრეაციულ ზონებში მახინჯი კორპუსები წამოჭიმონ. ღირსები ვართ, რადგან აი სულ ახლახანს 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე 3,552 ხის მოჭრაზე გაიცა ნებართვა, საიდანაც დაავადებული იყო მხოლოდ 827 ხე. ანუ 2,969 სრულიად ჯანმრთელი ხე მოვჭერით. ღირსები ვართ, რადგან გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით, თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი დედაქალაქად ვაქციეთ და ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 3 კვ. მეტრის მწვანე საფარი დავიტოვეთ, როცა ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი 35.5 მ2-ია. ათჯერ მეტი, ვიდრე თბილისში. სულ რაღაც 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იგივე კოეფიციენტი თბილისში 13 კვადრატული მეტრი იყო. სულ ამდენი დრო დაგვჭირდა, რომ ლამაზი მწვანე ქალაქი ბეტონის ჯუნგლებამდე ჩამოგვექვეითებინა. აწი ამას შემოგარენში მილიონი ხის დარგვით ვეღარ ვუშველით. რა გაეწყობა, უნდა ავიტანოთ დასაშვებ ნორმაზე რამდენჯერმე ბინძური ჰაერის სუნთქვა და ქონების გაიაფება.
#დღისრიცხვი
შოთა დიღმელაშვილი
საქმიანი დილა
23/06/2017