PKTV-თანაგრძნობა: გარდაიცვალა ნელი როჭიკაშვილი - ექიმი ენდოსკოპისტი, ონკოლოგი...07.04, 2021, ხარება

04/07/2021
PK TV2-ის მიერ

● გვესტუმრეთ: https://pktvgeorgia.ge/index.php

● შემოგვიერთდით:   / pktv.ge  
2021 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულის შემობრძანებას, გარდაიცვალა ულამაზესი ადამიანი, ქალბატონი, ცნობილი ექიმი ენდოსკოპისტი, გასტროენტეროლოგი, ნელი როჭიკაშვილი.
ვიზიარებ ზაქარიას, ნუნუს (ნინო), გივი როჭიკაშვილების მწუხარებას დის გარდაცვალების გამო. ვიზიარებ დიშვილ-ძმიშვილების , ახლობლების, ნათესავების, მეგობრების, კოლეგებისა თუ პაციენტების მწუხარებას ამ დიდებული, ღვთისნიერი, კეთილშობილი, თავის პროფესიაზე შეყვარებული ქალბატონის გარდაცვალების გამო.
როგორც ჩემი მეუღლე, ზაქარის როჭიკაშვილი ამბობს, მან არა მარტო და დაკარგა, მან მეორედ დაკარგა დედა და მასეავლებელი. სწორედ ნელი გახლდათ ზაქარიას მასწავლებელი ენდოსკოპიასა და გასტროენტეროლოგიაში..
როჭიკაშვილების 5 დედმამიშვილიან ოჯახში სამნი: ნელი, ნუნუ-ნინო და ზაქარია ექიმები არიან. ნელი ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში მუშაობდა ათეულობით ელების განმავლობაში. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ტატიშვილის ცენტრშიც მოღვაწეობდა. მას და მის ექიმ და-ძმას პატიოსანი და პროფესიონსლი ექიმების სახელი ქვიათ. სამწუხარიდ, ნელიზე უკვე წარსულში მოგვიწევს საუბარი...
5 დედმამიშვილიდან 2018 წლის ზაფხულს, ტელეკომპანია PKTV- ს ტელეწამყვანი, გოდერძი როჭიკაშვილი, დოცენტი ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი - შეუერთდა ზეციურ სამყაროს მხედრობას, დღეს - ნელი როჭიკაშვილი ეწვევა იქ თავის ძმას და დედ-მამას...
ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეს ახლადშესვენებული ნელი-ნანულის სულს, ამინ
ტელეკომპანია PKTV-ს სახელით...

● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV

ვიდეოები „PK TV2"-ისგან