საარჩევო შეხვედრა გლდანში

10/23/2018
Salome Zourabichvili-ის მიერ

ჩვენ უნდა გამოვიდეთ პოსტსაბჭოთა პერიოდიდან და დავდგეთ ფეხზე, როგორც თანამედროვე, ევროპული სტილის სახელმწიფო. ასეთი სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ვალდებულება გვაქვს ჩვენი საზოგადოების მიმართ.

მარტოხელა დედებს არ აქვთ საშუალება, რომ ბავშვები სახლში დატოვონ და სამსახურის საძებნელად გავიდნენ. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. თუ ადამიანს აქვს მუშაობის უნარი, მას სჭირდება ხელშეწყობა. ქალ პრეზიდენტს ამ და სხვა კუთხით შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს საზოგადოებისა და ხელისუფლების მიდგომაში.

ამ გარდამავალ პერიოდში მართლაც არის პროგრესი, მაგრამ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველანი ვერ ვხედავთ. მოქალაქეებისთვის საგრძნობი უნდა იყოს ქვეყნის წინსვლა.

#ერთადსაქართველოსთვის

ვიდეოები „Salome Zourabichvili"-ისგან