ჰერეთისკარში სახლ-კარის გარეშე


http://emc.org.ge/

ავტორი: სალომე ლაცაბიძე

►ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში სიფრაშვილების 8-სულიანი ოჯახი ჩამონგრეული შენობის ერთ ნაწილში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო ტყეში მოპოვებული სოკო და დრო და დრო მამის, სალმან ამიროვის მიერ საქონლის მომწყემსვით მიღებული მცირე შემოსავალია. ამჟამად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ის ვეღარ ახერხებს საქონელში სიარულს.

ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი წლინახევრისაა, რომელსაც ოცი წლის და, აზა უვლის. დედა, მაყვალა სიფრაშვილი კი მთელი დღე საშოვარზეა გასული. აზას სკოლაში არასდროს უვლია, ვერც რაიმე ხელობის შესწავლას ახერხებს, რადგან დროს მთლიანად ბავშვის აღზრდას უთმობს. მისი ორი პატარა ძმა, სკოლაში ირიცხება, მაგრამ მძიმე პირობების გამო, ისინი ვერც გაკვეთილებს ესწრებიან სისტემატურად და ვერც მეცადინეობას ახერხებენ. ყველაზე უფროსი შვილი 23 წლისაა. ის ხის ნაფოტების მოპოვებით ცდილობს ოჯახს დაეხმაროს, რის გამოც, ხის უკანონო ჭრისათვის ჯერ სასამართლო და შემდეგ კი სავარაუდოდ, ჯარიმა ემუქრება.

ლაგოდეხის გამგეობა ოჯახის საჭიროებებზე მორგებული დახმარების შეთავაზებას ვერ ახერხებს, რის გამოც სიფრაშვილების 8-სულიანი ოჯახი, ამ პირობებში უკვე ექვსი წელია ცხოვრობს.

►\"ვიდეო დამზადებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში: „უსახლკარო ჯგუფების მდგოარეობისა და უსახლკარობის ფორმების შესწავლა სახელმწფიო პოლიტიკის გამჭვირვალობისთვის\".

ვიდეოები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი"-ისგან