"გოგოების ისტორიები" - სექსუალური შევიწროვება

10/20/2017
Fortoxlebi Fortoxlebi-ის მიერ

სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ხდება. ხანდახან ამას ვერც ვიაზრებთ. ეს არის გოგოების ისტორიები, რომლებიც მცირე ასაკში სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდნენ. მათ საუბარი დღესაც უჭირთ. სწორედ ისე როგორც მაშინ. იმიტომ რომ შერცხვათ.
\"ფორთოხალი\" დიდი ხანია ამ თემაზე მუშაობს, ვაგროვებდით მასალებს. ვეძებდით და ვარწმუნებდით ხალხს, რომ თავიანთი ისტორიები გაეზიარებინათ. დღეს ეს თემა ჰარლი ვეინშტეინის თუ სხვა გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე ძალიან აქტუალურია, ამიტომ გთავაზობთ, ჩვენს პატარ-პატარა რეპორტაჟებს \"გოგოების ისტორიები\".
ჩვენ შესაძლოა ვთქვათ, რომ ეს გოგონები იმ დღეს \"არ გააუპატიურებას\" გადაურჩნენ. მაგრამ გვავიწყდება მთავარი. ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ამ ადამიანებს დღემდე მოჰყვებათ.
ფსიქოლოგიური ტრავმა არაფრით ჩამორჩება ფიზიკურს. სექსუალური შევიწროება მხოლოდ გაუპატიურება არ არის.
უსაფრთხოებისა და რესპოდენტების სურვილისამებრ, ხმა შეცვლილია, გამოსახულება კი დაბინდული.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ამბავი გაგვიზიარა.
#თქვი ეს ყველაფერი არ არის!
წყაროები: womenfundgeorgia.org

  / portoxlebi

ვიდეოები „Fortoxlebi Fortoxlebi"-ისგან