გადაცემა "ფიქრები"

10/16/2020
Radio Georgian Times 92.3-ის მიერ

ის ყველა დროში, ყველაზე აქტუალური და ეპატაჟური იყო. ბევრს საუბრობდნენ მასზე, საბაბს კი თავად იძლეოდა.
იყო პოდიუმი, ტელევიზია, პრესა, სკანდალები, ჭორი, მართალი...
ამ ყველაფრის მიღმა კი კიდევ უფრო საინტერესო, ღრმა და დაფარული ადამიანი დგას...
რაც არ უნდა ცნობილი იყო, სადაც არ უნდა წახვიდე და იმოგზაურო, სული სულ რაღაცის ძიებაშია...
ერთხელაც უცხოეთიდან ზარი შემოვიდა:- გამარჯობა, ნუკი ვარ, ჩემი შვილი თქვენთან გვსურს მოვნათლოთ...
ასე შევხვდით, ასე დავნათესავდით. საოცარია ბენი. ძალიან ადამიანური და მოსიყვარულე.
ნათლობის მეორე დღეს თხოთზე ვაზიარეთ პატარა ახალნათელღებული.
დღეს, ჩემი რესპოდენტი ნუკი კოშკელიშვილია..
გულწრფელად ვისაუბრებთ ღმერთზე, ადამიანზე, დაფარულ სამყაროზე, რომელიც ყველას გააჩნია, მაგრამ ყველა ვერ ამჩნევს...
სახარებიდან ბევრი ეპიზოდი მახსენდება... დღეს როლები შეიცვალა, სასულიერო პირი ჟურნალისტია, ერთ დროს ჟურნალისტი კი -გულწრფელად გასცემს პასუხს, მოძღვრის მიერ დასმულ შეკითხვებს.
ეს ალბათ მეტი იქნება, ვიდრე ინტერვიუ... ჰო, უფრო აღსარება...
უკვე გაყვითლებული მოცემულობიდან ყველაზე არაყვითელი შეხვედრა...
ხუთშაბათს, რადიო ,,ჯორჯიან თაიმსის” ეთერში,18:10 საათზე მამა პეტრეს საავტორო გადაცემაში, ერთად ვიმოგზაუროთ ფიქრების სამყაროში, ამჯერად ნუკი კოშკელიშვილთან ერთად!..

ვიდეოები „Radio Georgian Times 92.3"-ისგან