Ras Green - Tavisufali Vardna (Prod. HaruTune)
/ @harutuneproductions მე ვხედავ დროს.. ქარი სახეში ქრის, ქარი აჩქარებს გულს,ქარი თვალებსაც ღლის. მგზავრი,გარშემო მზის 24–ე წრის, მესამედი იქნებ ნახევარი ყველა იმ წლის, რაც დაბადებიდან დაცემამდე მომეცა სესხად გავლილია,ვარ ჰაერში ვიცი ვერ წავალ ვერსად, დაბადებიდან დაცემამდე წამების ბარდნა, გარეშე პარაშუტის,თავისუფალი ვარდნა.. დაცემის შიში ზოგს უღვიძებს მადას, თვალდახუჭული ჭამს და მიწას აფარებს ფარდას, დაენარცხება მიწას მეფეც და მონაც,როგორც დაჭკნება ვარდის და ზაფრანის კონაც. ვერ დავიჩემებ ცოდნას,პატრონი თივაში ნემსის, ბრმად მივაბიჯებ იქნებ ხახაში მხეცის, გთხოვ ამარიდე შხამი ძალაუფლების კერძის, ვარ ფარაში ცხვარი,მაქვს იმედი მწყემსის. ------------------------------------------------------------- თუ არ არსებობს სული და არ არის ღმერთი, არ დააკლდება სიმართლეს არცერთი წვეთი. შავი დარჩება შავად, თეთრი იქნება თეთრი, ბავშვი სულია წმინდა,გარყვნილებაა კეთრი. გლეხკაცს და ვაჭარს ათი ათასი მეტრი.. წამებულს და ლაჩარს ყოფს სინათლე მკვეთრი, თუ არ არსებობს სული და არ არის ღმერთი, შავი დარჩება შავად,თეთრი იქნება თეთრი. და თუ არ არის ქრისტე,ძე უფლის და მხსნელი, შენც შეიყვარე ისე,მერე აწიე ხელი. სიმართლე ანათებს 2000 წელი და ამ სინათლის არ დანახვაა შეუძლებელი. ბევრს ეშინია რისკის,საჩუქარი არ დახვდეს და რომ მოიკლოს ძღომაც იქნებ რელსებზე დაჯდეს, ვინც მოდუნდა მოწყდა,ტყვედ ჩაბარდა ქაჯებს, ვისაც არ უღირს სიცოცხლედ ის ვერ გაიმარჯვებს. მე არ გაძალებ ამას და არ გიკრძალავ იმას, შენთვის მე მინდა მზე და შენ ეძებ ყინვას, ფასი დაადე სიცოცხლეს სანამ სხეული დადნა, გულწრფელად განვლე თავისუფალი ვარდნა. თუ არ არსებობს სული და არ არის ღმერთი, არ დააკლდება სიმართლეს არცერთი წვეთი. შავი დარჩება შავად თეთრი იქნება თეთრი, ბავშვი სულია წმინდა,გარყვნილებაა კეთრი. გლეხკაცს და ვაჭარს ათი ათასი მეტრი.. წამებულს და ლაჩარს ყოფს სინათლე მკვეთრი, თუ არ არსებობს სული და არ არის ღმერთი, შავი დარჩება შავად,თეთრი იქნება თეთრი.
მსგავსი ვიდეოები
Ras Green - არასერიოზული კაცი LIVE | 2017 July
Here is Tbilisi
ლაშა მარგიანის პოეზიის საღამო "მე ამ ქუჩების თვითმფრინავი ვა...
ჩემი ცხოვრება
Ras Green - არასერიოზული კაცი Lyrics/ტექსტი
Geo MusOn
Ras Green - 2 ივნისს, კანცელარიის წინ !
2 ივნისი
Ras Green - მარადმწვანე (prod. Nick Green)
ჩემი ცხოვრება
Naga Mula - შავი ყუთი
Jake Sully
Ras Green - არჩევანს ვერ დაგაძალებენ/Archevans Ver Dagadzale...
Giorgi Shengelia
Ras Green-არასერიოზული კაცი upload ატვირთა irakli ghurtska...
MუWუKი