სამომხმარებლო ბაზარი მაღალი ინფლაციის პირობებში

საწვავის გაძვირება შესაძლებელია დამატებითი წნეხი იყოს ინფლაციისთვის, რომელმაც ივნისის თვის მონაცემებით, 12.8% შეადგინა. მათ შორის ჯგუფების მიხედვით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათზე დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც წინა წელთან მიმართებით 21.8%-ით არის გაძვირებული. 19.4%-ით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება. ივნისში არსებული 12.8%-იანი ინფლაცია მაისში არსებულ ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (35.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (33.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (31.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.3 პროცენტი); რა მოლოდინებია სამომხმარებლო პროდუქტების ფასების მიმართულებით, მითუმეტეს საწვავის გაძვირების ფონზე? სტუმარი: ივა ჭყონია - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი;

მსგავსი ვიდეოები