ფიბროადენომის მოცილება ვაკუუმ რეზექციით - სრული ვიდეო - Vacuum Assisted Biopsy for Fibroadenoma

10/12/2019
Plasma Clinic \u0026 Lab-ის მიერ

ძუძუს ფიბროადენომების და სხვა კვანძების მოცილების თანამედროვე უოპერაციო მეთოდი. ის რეკომენდებულია ევროპის და ამერიკის წამყვანი ცენტრების და მამოლოგიური ასოციაციის მიერ, როგორც სექტორალური რეზექციის მცირეინვაზიური ალტერნატივა ფიბროადენომისა და სარძევე ჯირკვლის სხვა ტიპის წარმონაქმნების მოცილებისთვის, აგრეთვე ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისთვის.

ვაკუუმ რეზექცია ანუ ვაკუუმ ასისტირებული ექსციზია დაინერგა საქართველოშიც და ტარდება კლინიკა \"ნიუ პლაზმაში\" 2019 წლის ივლისიდან.

ვის შეიძლება გაუკეთდეს ვაკუუმ ასისტირებული ექსციზია?

სადიაგნოსტიკო მიზნით: ძუძუს კიბოზე საეჭვო მცირე ზომის კვანძების მოცილება, რომელთა ბიოფსია ტექნიკურ სიძნეელებს წარმოადგენს. ულტრაბგერით გამოკვლევისას ხილული, სარძევე ჯირკვლის არაპალპირებადი კვანძოვანი წარმონაქმნის ბუნების დაზუსტება

სამკურნალო მიზნით: ფიბროადენომების, კომპლესური ცისტების, სადინარშიდა პაპილომების და სხვა კვანძოვანი წარმონაქმნების მოცილება, როგორც ქირურგიული ჩარევის ალტერნატივა. მხოლოდ ულტრაბგერითი გამოკვლევით ვიზუალიზებადი მცირე წარმონაქმნების მოცილება დიაგნოსტირება.

მეტი ინფო:
https://fibroadenoma.net/ge/

ვიდეოები „Plasma Clinic \u0026 Lab"-ისგან