წითელი კედელი | როგორ უნდა მოიქცნენ მემარცხენეები ამერიკაში
ბერნი სენდერსის საპრეზიდენტო კამპანიის გამოთიშვამ კვლავ გაააქტიურა შეკითხვა - როგორ უნდა მოიქცნენ მემარცხენეები ამერიკაში? უნდა გააგრძელონ მცდელობა ხელში ჩაიგდონ დემოკრატიული პარტიის ნომინაციები, თუ ჩამოაყალიბონ ახალი, მესამე, პარტია: Democratic Socialists of America. ამ საკითხზე მემარცხენე მოძრაობა გაყოფილია, ზოგი თვლის რომ დემოკრატების ახლა მიტოვება მათ საბოლოო გაწირვას ნიშნავს და ტრამპის კიდევ ოთხი წლით არჩევა დამღუპველი იქნება ამერიკისთვის; დიდი ნაწილი ასევე თვლის, რომ დემოკრატების ბრძოლა შორსაა მემარცხენე ღირებულებებისგან, ფუნდამენტურ განსხვავებას ბაიდენისა და ტრამპის პერსონაჟებს შორის ვერ ხედავს და მზადაა ახალი მოძრაობის შენებას შეუდგეს. ასეა თუ ისე, კამპანიით Bernie or Bust მემარცხენეები დემოკრატებს მთელი კამპანიის განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ ბერნის მხარდაჭერა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ავტომატურად ბაიდენის მხარდაჭერას. ამ თემაზე ჩვენ დისკუსია 8 მარტის ეპიზოდში გვქონდა და საკითხის კვლავ გააქტუალურების გამო, გთავაზობთ თავიდან მოვუსმინოთ ამ ნაწყვეტს. სრულ ეპიზოდს აქ მოისმენთ | https://witelikedeli.com/2020/03/08/s...
მსგავსი ვიდეოები
წითელი კედელი | საჯარო პრობლემა, კერძო გადაწყვეტა
წითელი კედელი | სოცმუშაკების ბრძოლა
წითელი კედელი | ვკითხულობთ ფორბსის სტატიას პინოჩეტზე
წითელი კედელი
წითელი კედელი | ვკითხულობთ გია ნოდიას სტატიას სექსსა და ნატო...
წითელი კედელი
წითელი კედელი | გიო ღვინჯილია განმარტავს მემარცხენე იდეას
წითელი კედელი
წითელი კედელი | რატომ არ ესმით ლიბერტარიანელებს ხელოვნება
წითელი კედელი
წითელი კედელი | ყველა პრობლემას ერთი სათავე აქვს
წითელი კედელი
დათო ჩიხლაძე | იდეოლოგია ინსტაგრამის უკან
Litagora