''ტრაექტორია'' - ქართული შრიფტების კონკურსის ''ქართული ა'' დაჯილდოება

06/10/2016
Artareatv-ის მიერ

9 ივნისს, 20.00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული შრიფტების კონკურსი „ქართული - ა“ გამარჯვებულებს გამოავლენს. კონკურსი „ქართული - ა“ დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება და მისი მხარდამჭერები არიან პროექტი #წერექართულად და თიბისი ბანკი. კონკურსის მიზანია ქართული დამწერლობის ადაპტირება თანამედროვე სამყაროსთან, მისი გავრცელება და პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.