კალიგულა - ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
06/28/2022
Poti Theatre-ის
მიერ
ტექსტი: პაატა ციკოლია, ოთო ქათამაძე
რეჟისორი: პაატა ციკოლია
კომპოზიტორი: თენგიზ ნოზაძე
სცენოგრაფი: ქეთი ნადიბაიძე
მონაწილეობენ: ნიარა ჭიჭინაძე, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, ლილი ბოდაველი, თამუნა ჭუბაბრია, გიორგი სურმავა, შოთა სასანია, გენო შონია, მარიკა ბუკია, ნინო პაჭკორია.
გადარჩენილის ნაამბობიდან: „- მეზობელმა ჩემი ოჯახის 16 წევრი მოკლა. მე გადავრჩი. დაჭრილი ვიყავი. მეორე დღეს ისევ მოვიდა, თმაში მწვდა, სახლის უკან გამათრია, დამაგდო და მაყურებინა, როგორ ჩეხავდა ჩემი ოჯახის წევრების გვამებს და ღორებს როგორ აჭმევდა. მერე თავში ხის მძიმე ნაჭერი ჩამარტყა. მე გონება დავკარგე. ალბათ, ეგონა რომ მოვკვდი და წავიდა.“
ჩვენი წელთაღრიცხვის 38 წელს რომში გარდაიცვალა იულია დრუზილა, რომაელების საყვარელი გენერლის, იულიუს გერმანიკუსის და მისი ულამაზესი მეუღლის, აგრიპა უფროსის ქალიშვილი და გაიუს იულიუს აუგუსტუს გერმანიკუსის, მოფერებით კი, კალიგულას და.
1994 წლის 6 აპრილიდან 15 ივლისამდე, 100 დღის განმავლობაში აფრიკის ერთ-ერთ სახელმწიფოში 800 ათასი ადამიანი მოკლეს.
გუშინ საღამოს ერთი ახალგაზრდა ქალის ოთახის დალაგებისას მისი მამის მეგობარმა ქალმა, რომელიც მათზე უკვე დიდი ხანია ზრუნავს, ფეხმძიმობის ტესტი იპოვნა დადებითი შედეგით.
დღეს დილით კი სახლში, შვილთან და რძალთან დაბრუნდა დედა, რომელიც 3 წლის წინ წავიდა და აქამდე არ გამოჩენილა.
კალიგულა არის არასაბავშვო ამბავი იმედგაცრუებაზე, უპერსპექტივობაზე და ანგარიშსწორებაზე.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
http://potitheatre.com/
/ theatre.poti