რუბრიკაში #კურატორისახლიდან ლიტერატორსა და ფოლკლორისტს - ვახტანგ კოტეტიშვილს გაიცნობთ როგორც მოქანდაკეს. დავით ნიორაძე, ხელოვნების მუზეუმის კურატორის ასისტენტი მოგვიყვება ვახტანგ კოტეტიშვილის როლზე ქართული ქანდაკების ისტორიაში; ეროვნულ მუზეუმში გამართულ გამოფენასა და ხისგან დამზადებულ ქანდაკებაზე, რომელიც ავტორის შვილიშვილმა გუგა კოტეტიშვილმა მუზეუმს აჩუქა.