ილია ნატროშვილის სასამართლო
თელავის რაიონულ სასამართლოში დედოფლისწყარო-სიღნაღის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამსახურის უფროსის, ილია ნატროშვილის, საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართა. ბრალდებულის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა, სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით და აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ იშუამდგომლა. სასამართლომ ადვოკატის მხოლოდ მეორე შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან ათი ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ილია ნატროშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 2013 წლის 8 იანვარს აღიძრა. ის პოლიციამ ორ მარტს დააკავა. დედოფლისწყაროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს გამოძიება სამ ეპიზოდში: სამსახურებრივი უფებამოსილების გადამეტებაში, კოალიცია „ქართული ოცნების" ბანერების მოპარვაზე მოქალაქეების წაქეზებასა და თაღლითობაში ედება. ილია ნატროშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 17 მაისს გაიმართება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/ZrKIl9
მსგავსი ვიდეოები
ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ღვ...
GeoScience
Youth Ensemble • Sacekvao ♪ ქართლური საცეკვაო • ახალგაზრდულ...
Youth Ensemble / ახალგაზრდული გუნდი
ქართველი ჰოკეისტების წარმატება
შუადღე GDS / shuadge GDS
აქია პარლამენტის შენობასთან
avto toronjadze
ილია
Youth Theatre Georgia
ილია
Anna Arevadze
ილია ჭანტურია - "გემი დავლანდე"
მაუწყებელი • Mautskebeli
"ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ქრონიკა"
პირველი არხი Georgian Public Broadcaster