Tatia Petriashvili - Udziloba Mawuxebs | ახალი | თათია პეტრიაშვილი - უძილობა მაწუხებს

11/13/2017
Georgian Music TV-ის მიერ

(ექსკლუზივი) ახალი ულამაზესი და ძალიან მაგარი სიმღერა თათიას შესრულებით, სიმღერა რომელიც აუცილებლად მოიპოვებს თქვენს სიყვარულს.

თათია პეტრიაშვილი - უძილობა მაწუხებს
ტექსტი: გიორგი ჭინჭარაული
მუსიკა: თათია პეტრიაშვილი
არანჟირება : ზაზა გოჩიტაშვილი

Tatia Petriashvili - Udziloba Mawuxebs
Lyrics: Giorgi Chincharauli
Music: Tatia Petriashvili
Sound Mastering: Z studio

*უძილობა მაწუხებს*

უძილობა მაწუხებს, ნერვებს გადაყოლილი,
უჩვეულად აღიქვამს, გულის ცემას ლოდინი,
გარეთ ყინვა გრიმიტობს, მთებიც გადათოვლილი,
ჩვენს სარკმელთან ღამეში, მოგროვილან ქაჯები... ქაჯები...

უძილობა მაწუხებს, უსიზმრობა კი არა?!
ხოდა ვიდრე ცხოვრებამ უტყვად გადამიარა,
გაუმართავ ბრძოლას და ყველა ჩემს მოგონებას,
გაუმართავ ბრძოლას და ყველა ჩემს მოგონებას... მოგონებას...

ხოდა გაგიჟებული, უშენობას განვიცდი,
უშენობა მაბერებს, უძილობა კიარა?!
ქუჩის ბოლოს ყინვაში, ძველებურად დაგიცდი,
ვიდრე წლებმა სახეზე, უტყვად გადამიარა... გადამიარა...

ზეცამ დამიმძიმა მხრები, ჩემად დაგიგულე როცა,
დღესაც უშენობით ვკვდები, გულს კი აღარ უნდა მოცდა,
მთებმა დამიტირეს იცი?! იქნებ შენც მაპკურო ცრემლი,
ვკვდები მაგრამ მაინც გიცდი, მოდი დამინამე მკერდი,

ალბათ ამომხდება სული, ბოლო სტრიქონებსაც ვბოდავ,
ვიცი გვიანია უკვე, ვეღარ დაგივიწყებ ხოდა,
შენი შორეული მზერით წვიმის წვეთებივით დავშრი,
უნდა ჩაგიხუტო გულში, ვიდრე ჩვენს ოცნებებს წავშლი,

ზეცამ დამიმძიმა მხრები, ჩემად დაგიგულე როცა,
დღესაც უშენობით ვკვდები, გულს კი აღარ უნდა მოცდა,
მთებმა დამიტირეს იცი?! იქნებ შენც მაპკურო ცრემლი,
ვკვდები მაგრამ მაინც გიცდი, მოდი დამინამე მკერდი.

გიორგი ჭინჭარაული

მოიწონეთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი, რათა თვალი ადევნოთ არხს და მიიღოთ სიახლეები.
Facebook:   / studiogeorgiatv