New Schooler - 16.10.2012
Official Site - http://www.musicbox.ge/ Facebook - https://www.facebook.com/pages/MusicB... Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge 43 წლის ფელიქს ბაუმგარტნერმა 14 ოქტომბერს 3 რეკორდი მოხსნა - მან საჰაერო ბუშტით ყველაზე დიდ სიმაღლეს - კერძოდ კი 39 ათას 045 მეტრს მიაღწია, სწორედ ამ სიმაღლიდან გადმოხტა, ხოლო ფრიფოლის, ანუ თავისუფალი ვარდნის სიჩქარემ ბგერის სისწრაფეს გაასწრო - ზემოხსენებული ფრიფოლის განმავლობაში ის საათში 1342 კილომეტრს გადიოდა. ფელიქსი ამ მოგზაურობისათვის მთელი 5 წლის განმავლობაში ემზადებოდა. ფელიქს ბაუმგარტნერი მშობლიურ დედამიწას ნიუ მექსიკოში დაუბრუნდა, მას რამდენიმე წამში ფოტოგრაფები გარს შემოეხვივნენ - პირველი ფოტოები წამიერად ინტერნეტში გაჩნდა, მით უმეტეს, რომ ბაუმგარტნერის ნახტომი, უფრო სწორედ, მისი სტრატოსფერომდე აღმასვლა და სწორედ ამის შემდეგ რამდენიმე წუთიანი ნახტომი პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემოდა. ვიდეოს ვიუერები ყოველ წამს ემატებოდა - საბოლოოდ იუთუბის საშუალებით შოკისმომგვრელ სანახაობას 9 მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს. ბაუმგარტნერის სახელი და გვარი სპორტის ექსტრემალური სახებობით გატაცებულებმა აქამდეც მშვენივრად იცოდნენ - ჯერ ერთი, სწორედ ამ ერთი დღისათვის მზადება 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. წესით ნახტომი 9 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, ამინდის გაუარესების გამო რეკორდის დამყარება 14 ოქტომბრამდე გადაიდო. ფელიქსის ფიზიკური ჯანმთელობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფეობდა. ამის გარდა ათლეტს მუდმივად უწევდა ფსიქოლოგთან ურთიერთობაც - რომლის პირველ მოვალეობასაც სპორტსმენისათვის კლაუსტროფობიის დაძლევაში დამხარება შედიოდა - რორორც ხედავთ, მიზანს თითოეყლმა მხარემ მიაღწია. ფელიქსი ამჟამად დამსახურებული დასვენებით ტკბება - მან დედამიწაზე დაშვებისთანავე ვიდეო გადაიღო და გაავრცელა. მომავალი რეკორდი? ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა, დიდი ეჭვი გვაქვს ბაუმგარტნერს გულში კიდევ დიდი გეგმები უნდა ჰქონდეს.
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
Mercedes-Maybach S-Class ტესტდრაივი ზურა ხაჩიძესთან ერთად
Music Box
New Schooler 2013 წლის შემაჯამებელი გადაცემა
Music Box
New Schooler - 28.01.2014
Music Box
New Schooler - 13.11.2012
Music Box
New Schooler - 15.10.2013
Music Box
Volkswagen Passat-ის ტესტდრაივი მაკა ზამბახიძესთან ერთად
Music Box
New Schooler - 04.12.2012
Music Box
New Schooler - 26.11.2013
Music Box