Flight over Azeula Fortress | Relaxing Music Along With Beautiful Nature Videos | DJI Mini 2
Relaxing Music Along With Beautiful Nature Videos | DJI Mini 2 drone video GE: აზეულას (ქოროღლის) ციხე მდებარეობს საქართველოში, თბილისიდან 18 კმ–ის მოშორებით, დაბა კოჯრის სამხრეთით მდებარე აზეულას მთის წვერზე. როდის ააგეს, ზუსტი ცნობები სამწუხაროდ არ მოიპოვება. ამ ციხესიმაგრეს მეთხუთმეტე საუკუნემდე აგარათა ციხე ერქვა. წავკისს, შინდისს, ტაბახმელას და კოჯორს ადრე მოიხსენიებდნენ როგორც აგარაებს - სააგარაკო სივრცეს. აქვე გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნე გზებიც... ქოროღლის ციხიდან იშლება ულამაზესი ხედები და კარგი ხილვადობის პერიოდში ჩანს ორივე ქართლის და კახეთის დიდი ნაწილი. მეთერთმეტე საუკუნის სამოციან წლებში აგარათა ციხე ბაგრატ მეფემ წაართვა განჯის ამირა ფადლონს. "შუამდგომლობითა და სიტყვათა სულთანისათა დაეზავა ბაგრატ და განუტევა ფადლონ და გაგზავნა სახელმწიფოსა თვისსა". ამირა ფადლონმა მალევე ჩაიგდო ციხე ხელთ, თუმცა სამთვიანი ბრძოლის შემდეგ ბაგრატ მეფემ კვლავ დაიბრუნა აგარათა ციხე და ამირაც სამაგალითოდ დასაჯა. დიდი თურქობის დროს აგარათა ციხე კვლავ მტრის ხელში აღმოჩნდა და მხოლოდ დავით აღმაშენებელმა შეძლო ციხის დაბრუნება 1118 წელს. ამისათვის მას ერთდღიანი ბრძოლა დასჭირდა. 1123 წელს აგარათა ციხე დავით აღმაშენებელმა ივანე ორბელს გადასცა. 1177 წელს ამ ციხეში შეთქმულებებს გეგმავდნენ დემნა ბატონიშვილი და ივანე ორბელი, რის გამოც გიორგი მეფემ 25 დღიანი ალყის შედეგად ციხე აიღო და ამის შემდეგ გიორგის და თამარის ხელთ იყო. აგარათა ციხეში მასპინძლობდა თამარ მეფე შირვან შაჰს შამქორის ბრძოილს წინ. აქვე გაატარა თამარ მეფემ სიცოცხლის უკანასკნელი 6 თვე და აქვე გარდაიცვალა. მეთხუთმეტე საუკუნიდან ციხესიმაგრე სომხით-საბარათიანოს ფეოდალების - სოლოღაშვილების საგვარეულო ციტადელია. 1488 წელს, ხალილ-ბეგის მეთაურობით თურქმანებმა შეუტიეს ციხესიმაგრეს. სოლოღაშვილებს მაშველი ძალა არ ჰყავდათ, მცირერიცხოვანი მებრძოლებით ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა და... "ხოლო ვითარცა გათენდა, ნახეს თათართა ციხე უკაცური, შევიდეს შიგან და კაცი არა იპოვეს, მიჰყვეს ხელი და დააქციეს." მეცამეტე საუკუნიდან კოჯორში ზაფხულობით მეფეთა დგომის ტრადიცია შეწყვეტილია და მხოლოდ როსტომ მეფემ განაახლა მეჩვიდმეტე საუკუნეში. მეთვრამეტე საუკუნიდან აგარათა ციხეს უკვე ზოგი აზეულას, ზოგიც ქოროღლის ციხის სახელით მოიხსენიებს. 1795 წელს ქართველებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს აღა მაჰმად ხანის ლაშქარს ქოროღლის ციხის მისადგომებთან. 1921 წლის თებერვალში რუსეთის მეთერთმეტე არმია შემოვიდა საქართველოში და ქოროღლის ციხის მისადგომებთან გაიმართა ბრძოლა რუსულ არმიასა და ქართველ იუნკერებს შორის. ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ნაწილის თბილისში გადმოსვენება და დასაფლავება მოხერხდა, თუმცა გარდაცვლილი და დაჭრილი იუნკერების დიდ ნაწილს ბრძოლის ველზევე მიაყარეს მიწა წითელარმიელებმა - ცოცხლად დამარხეს დაჭრილი ქართველი მებრძოლები. მათ პატივსაცემად საბჭოთა რეჟიმის დამხობის შემდეგ მემორიალი აღმართეს. Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/ © YouTube/AraGviani #Georgia #AraGviani
AraGviani-ის სხვა ვიდეოები
გააზიარეთ | Share
ქეთა წიკლაური და ქეთევან ვარდიაშვილი - თეონა ქუმსი...
დები ნაყეურები "პიკის საათში" | 25.04.2013
ნინო ნაყეური | მზის აკვანი | Nino Nakeuri | Mzis A...
ნინო ნაყეური და მარიამი | ვა გიორქო მა | Nino Nake...
დები ნაყეურები და ნინო სულიაური - პოპური მთის სიმღ...
მამუკა ჩარკვიანი - ჩვენ მოვალთ!
დები გოგოჭურები - პოპური კავკასიურ სიმღერებზე | Th...
მსგავსი ვიდეოები
Flight over Tsavkisi | ფრენა წავკისის გარშემო | DJI Mini 2
AraGviani
Flight over Turtle lake | ფრენა კუს ტბის გარშემო | DJI Mini...
AraGviani
Flight over Bagrati Cathedral | ფრენა ბაგრატის საკათედრო ტაძ...
AraGviani
Flight above Maglivi bridge | ფრენა მაღლივის ხიდთან | DJI Mi...
AraGviani
Прибавь Ты Скорость Сваю (გიორგი თევზაძე)
8 KING
Chinese Pond-Heron I Migratory Bird Species I Birds of Andam...
Nature at the Best
ცაში უარს არავინ გეტყვის! (Flight 18.05.2015 "Sky Travel")
Sky Travel
Cold War Frontline Georgia Turkey border, Sarpi,სარფის საბაჟ...
Planet Explorer