თეიმურაზ ბიბილური. ქართული ფესვები. N3 . Radio Melomen
საურმაგ I — ქართლის (იბერიის) მესამე მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს თანახმად, "მეფეთა ცხოვრების" თანახმად - მეორე; ფარნავაზაინთა დინასტიის დამფუძნებლის, ფარნავაზ I-ის ვაჟი და ტახტის მემკვიდრე. მეფობდა საუკუნეში, დაახ. ძვ. წ. 240 წლიდან. თეიმურაზ ბიბილურის საავტორო გადაცემა "ქართული ფესვები". მოუსმინეთ საუკეთესო აზრებს და საუკეთესო მუსიკას 24 საათის განმავლობაში სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე...სტრიმიდან : http://it-solutions.ge/radio/station/... ან სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდიდან : http://www.proglonet.com/radio/index.htm საურმაგის შესახებ "მოქცევაჲ ქართლისაჲ" მოკლედ შენიშნავს, რომ მან აღმართა გზის პირას აღმართა აინინას კერპი და დაიწყო არმაზის შენება. "მეფეთა ცხოვრება" შედარებით ვრცლად გადმოგვცემს, რომ საურმაგის წინააღმდეგ ქართლის ერისთავებს შეთქმულება მოუწყვიათ და საურმაგის მოკვლა გადაუწყვეტიათ. თუმცა საურმაგს შეუტყვია შეთქმულების შესახებ და დედულეთში, დურძუკეთს გადახვეწილა (თანამედროვე ვაინახთა მხარე). დურძუკთა და ოსთა დახმარებით, საურმაგმა შეძლო შეთქმულების ჩახშობა და დიდგვაროვანთა ახალი კლასი ჩამოაყალიბა, რომლებიც პირდაპირ მეფეს ექვემდებარებოდნენ. ამავე წყაროს თანახმად საურმაგს მცხეთის გზაზე აღუმართავს ორი კერპი - აინინა და დანანა. მას მიეწერება ჩრდილო კავკასიიდან კავკასიელ ტომთა გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის სამეფო სელევკიდების ვასალი იყო. მას ცოლად მოუყვანია სპარსი ცოლი, ბარდაველი ერისთავის ასული, რომელთანაც ჰყოლია ორი ასული. ამის გამო სპარსეთიდან უშვილებია თავისი ცოლი ნათესავი (დედის დისწული), სახელად მირვანი, ნებროთიანი. მისთვის მიუთხოვებია ერთი ასული და მიუცია ქალაქი გაჩიანი და სამშვილდის საერისთავო. მეორე ასული მიუთხოვებია ეგრისის ერისთავ ქუჯის ძისთვის, თავისი მამის დისწულისთვის. მემატიანეს თქმით, საურმაგს უმეფია ბედნიერად მრავალი წელი.
რადიო მელომანი-ის სხვა ვიდეოები
10:15
კარლო კაჭარავა. ჩანაწერები. Radio Melomen
04:02
როგორ ხდებიან თანამედროვე მხატვრები ცნობილები.Radi...
09:12
კენძო ტანგე - საუბრობს ხათუნა ხაბულიანი. თანამედრო...
51:53
დიმიტრი თუმანიშვილი-ქართული ხუროთმოძღვრება N7გარდა...
07:28
სირიის ომი: ვინ იბრძვის და რატომ. Radio Melomen
10:08
ბორის გროისი - რა არის თანამედროვე ხელოვნება Radio...
06:21
მარშალ მაკლუენი - გლობალური სოფელი Radio Melomen
44:10
დიმიტრი თუმანიშვილი - ქართული ხუროთმოძღვრება N11 -...
მსგავსი ვიდეოები
თეიმურაზ ბიბილური. ქართული ფესვები. N4 . Radio Melomen
რადიო მელომანი
თეიმურაზ ბიბილური. ქართული ფესვები. N1 Radio Melomen
რადიო მელომანი
თეიმურაზ ბიბილური. ქართული ფესვები. N5 .Radio Melomen
რადიო მელომანი
ეპიცენტრი - თეიმურაზ მჟავია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ბიბლიური სამყარო და ლიტერატურა“ - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშ...
davitianni georgia
კურაციოს პედიატრიული სამსახური | კლინიკა კურაციო
CuratioClinic
თეიმურაზ კალანდაძე - მოძალადე პოლიციელი სისტემაში
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
თეიმურაზ პირველი - „ვარდ-ბულბულიანი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster