რუსეთის ელჩს პოლონეთში წითელი საღებავი შეასხეს

05/09/2022
MULTIMEDIA GE-ის მიერ

ინციდენტი მოხდა პოლონეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

რუსეთის ელჩს პოლონეთში სერგეი ანდრეევს ​​წითელი საღებავი შეასხეს, როდესაც ქალაქ ვარშავაში, საბჭოთა ჯარისკაცების საფლავის გვირგვინით შემკობას ცდილობდა, იუწყება \"რია ნოვოსტი\"

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ მომხდარზე კომენტარი საკუთარ Telegram-ში გააკეთა. მისი თქმით, „ნეონაციზმის თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინეს სისხლიანი სახე.


„ დასავლეთმა გზა დაადგინა, ეს არის ფაშიზმის რეინკარნაცია“, - წერს ზახაროვა.


ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge
ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან