აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, „რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული ომი უკრაინაში უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური თემა“. ამის შესახებ ბაიდენმა ტოკიოში შეერთებული შტატების, იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის სამიტის გახსნისას ისაუბრა. „ჩვენი საერთო ისტორიის ბნელი საათი“ - ასე უწოდა უკრაინაში მიმდინარე ომს ბაიდენმა. პუტინი ცდილობს კულტურის განადგურებას, აღნიშნა მან გამოსვლისას. როგორც ბაიდენმა თქვა, რუსეთის სამიზნე უკრაინაში სკოლები, ეკლესიები და მუზეუმებია. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას გლობალური რეაგირებისთვის. თავის მხრივ, სამიტის გახსნაზე გამოსვლისას, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში არის საფრთხე გაერო-ს წესდების პრინციპებისთვის“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები