რუსთავის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა

2 თვის წინ

რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა.   პროექტს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს. განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პროექტი საკრებულოში რუსთავის მერმა წარადგინა. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა კი ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. რუსთავის ბიუჯეტის პროექტი 87 367 700 ლარით არის წარდგენილი. საწყისი პროექტი გასულ წელთან შედარებით ექვსი მილიონით არის გაზრდილი. რუსთავის ოპოზიციური საკრებულოს დეპუტატები როგორც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ისე პარტია „საქართველოდან“ ამბობენ, რომ ბიუჯეტში მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ არის, რის გამოც მას მხარი არ დაუჭირეს. საგანგებო ბრიფინგი გამართა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავის მერი აცხადებს, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა უღალატა ქალაქის მოსახლეობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან