"ხელედულა 3" ჰესთან დაკავშირებული პრეზენტაცია სოფ. ხელედში ჩაიშალა
03/14/2018
www.svanetiinfo.ge-ის
მიერ
2018 წლის 12 მარტს, ქვემო სვანეთში, მდ. ხელედულას ხეობაში მდებარე სოფლების მოსახლეობის ნაწილმა სოფ. ლესემაში ცენტრალური გზა გადაკეტა. ისინი მდ. ხელედულაზე და მდ. დევაშზე დაგეგმილ \"ხელედულა 3\" ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის წარმომადგენელს ირაკლი ფირცხალაიშვილს იმავე დღეს 17:00 სთ-ზე სოფ. ხელედში უნდა გაემართა დაგეგმილი \"ხელედულა 3\" ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა (სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-თვის, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს).
გადაკეტილი გზის გამო ის ხელედში ასვლას ვერ ახერხებდა, თუმცა გზა გაიხსნა და ირაკლი ფირცხალაიშვილი ხელედში ავიდა.
მან პრეზენტაცია კი დაიწყო მაგრამ ვეღარ გააგრძელა და იძულებული გახდა წასულიყო.
ცოტნე მუსელიანი,
20180312_172613
გადაკეტილი გზის გამო ის ხელედში ასვლას ვერ ახერხებდა, თუმცა გზა გაიხსნა და ირაკლი ფირცხალაიშვილი ხელედში ავიდა.
მან პრეზენტაცია კი დაიწყო მაგრამ ვეღარ გააგრძელა და იძულებული გახდა წასულიყო.
ცოტნე მუსელიანი,
20180312_172613