ბიფსტროგანოვი - მოხრაკული ხორცი არაჟნით

11/08/2020

ამ ვიდეოში ვამზადებ მოხრაკულ ხორცს ტომატით და არაჟნით.
ეს ძველი რეცეპტია ,რომელიც ძალიან პოპულარული იყო საბჭოეთისას. შეხვდებოდით სასადილოებში, რესტორნებში. მე კარგად მახსოვს სამხატვრო აკადებიის სასადილოს მენიუში. იყო მწარე და მოჰქონდათ შებრაწული კარტოფილის გარნირით.
მის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
2 პორციისათვის
200გ. ძროხის,ღორის ან ქათმის(ფილე)ხორცი .
თავი ხახვი
1 დესერტის კ. სქელი ან 3 ს. კ. თხელი ტომატი
3 ს.კ. არაჟანი (მის ნაცვლად ხმარობენ მაიონეზსაც)
2-3 ს.კ. ზეთი
შავი პიმპილი
მარილი
მომზადების წესი:
ზეთში იხრაკება ხახვი,ემატება ხორცი და იფარება წყლით. როცა ხორცი მოიხარშება ემატება ტომატი,არაჟანი,პიმპილი და მარილი. იხარშება შესქელებამდე.
მიირთმევენ გარნირით - კარტოფილის პიურე,ვერმიშელი,მაკარონი,ბრინჯი.

გასინჯეთ არ რეცეპტით მომზადებული ბიფსტროგონოვი და მომწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. დაუწერეთ ვიდეოს მოწონება ან არმოწონება. გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ თითი ზარს,რომ არ გამოტოვოთ ახალი გემრიელი ვიდეოები. შემომიერთდით ფეისბუქ გვერძე
  / gemrieli-cxovrebaგემრიელი-ცხოვრება-1134923...  

გისურვებთ ჯანმრთელობას და გემრიელ ცხოვრებას!