ქვეყნის #მოვლა მობილური ინტერნეტით

30.06.2016 01:47

ტექნოლოგია სასარგებლო უნდა იყოს ადამიანისთვის. მობილური ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს ვიმოგზაუროთ, აღვბეჭდოთ და შემდეგ გავაზიაროთ ჩვენი შთაბეჭდილებები. მოგზაურთა 10 ჯგუფს ვთხოვეთ მოეარა, აღმოეჩინა და ვიდეოს სახით აღებეჭდა არაჩვეულებრივი საქართველო - ადგილები, რომლებიც ასე გვეამაყება. და ადგილები, რომლებიც სამწუხაროდ... დანაგვიანებულია. ჩვენ გვჯერა, რომ ტექნოლოგიების დახმარებით, ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. წარმოგიდგენთ მობილურ აპლიკაციას - Movla გადმოწერე აპლიკაცია. მოგზაურობისას მონიშნე დანაგვიანებული ადგილი. ატვირთე ფოტო აპლიკაციაში, საქართველოს რუკაზე. დაეხმარე მათ, ვისაც დასუფთავების სურვილი აქვს. თავადაც ჩაერთე ქვეყნის მოვლაში. ქვეყნის #მოვლა მობილური ინტერნეტით ჯეოსელი - მობილური თაობისთვის.

გაზიარება: