90-იანების თბილისის უცნობი კადრები შვეიცარელი ფოტოგრაფისგან. დანიელ შპერის (Daniel Spehr)


“ქარვასლაში” მიმდინარეობს შვეიცარელი ხელოვანის – დანიელ შპერის (Daniel Spehr) ფოტოგამოფენა “1993”, რომელზეც წარმოდგენილია 1993 წლის საქართველოს ფოტოები, ასევე უნიკალური 10 წუთიანი ფილმი, რომელშიც დანიელ შპერმა თავისი გადაღებული, 90-იანების თბილისის აქამდე უცნობი დოკუმენტური ვიდეომასალა გამოიყენა.

რაც შეეხება ფილმის გახმოვანებას, მისი აუდიოჩანაწერი ასევე დანიელ შპერს ეკუთვნის და წარმოადგენს იმ პერიოდის თბილისის ქუჩების ნამდვილ ხმოვან ფონს.


დანიელ შპერი 1993 წელს იმყოფებოდა თბილისში საერთაშორისო გაცვლითი ატელიეს – „IAAB“-ის ფარგლებში.

25-წლიანი შესვენების შემდეგ, დანიელ შპერი თბილისში პირველად შარშან დაბრუნდა და თავისი ნამუშევრების ფოტოგამოფენა გამართა. ფოტოგრაფმა ინტერნეტში ასევე გამოაქვეყნა 1993 წლის უნიკალური ფოტომასალა, რამაც ქართულ აუდიტორიაში დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია. საქართველოში მუშაობის პერიოდზე AT.ge ერთი წლის წინ ესაუბრა დანიელს, რომლის ინტერვიუს წაკითხვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ

ფოტომასალა: https://at.ge/2018/07/18/shveicareli_...

ვიდეოები „GEORGIA NEWS - ახალი ამბები საქართველოდან"-ისგან