Nimbi Winery-ის მიმდინარე პროექტები&გეგმები
გასულ პარასკევს მეღვინეობა ნიმბის პირველი ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია შედგა. ღონისძიება დახურული ფორმატით ჩატარდა და განკუთვნილი მხოლოდ პროფესიონალთა ვიწრო წრისთვის იყო. სტუმრებმა პირველად დააგემოვნეს ნიმბის ორი ღვინო – რქაწითელი და საფერავი, რომლებიც ნიმბის ქარხანაში, კახეთის სოფელ ხაშმში მზადდება და რომელიც აგრეთვე წლიურად 500 000 ბოთლს აწარმოებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტს, მეღვინეთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტს, ცნობილ იტალიელ ენოლოგს რიკარდო კოტარელას და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ნიმბის“ დამფუძნებლებს შეხვდა. შეხვედრაზე იტალიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართულ ღვინოს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როგორც ხარისხიან პროდუქტს.აღსანიშნავია, რომ რიკარდო კოტარელა მეღვინეობის სექტორში 60 წელზე მეტია მუშაობს და ამჟამად, მეღვინეობა „ნიმბის“ მთავარი მეღვინეა. მეღვინეობა „ნიმბი“ ახალი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პრემიუმ ხარისხის პროდუქტით პოზიციონირებას უახლოეს მომავალში გეგმავს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო კახეთში, სოფელ ხაშმში მდებარეობს. Riccardo Cotarella ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი ღვინის ექსპერტი და მწარმოებელია, არის Cotarella & Chiasso-სა და Vivai Rauscedo-ს დამფუძნებელი, ასევე იტალიის სომელიეთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი. როგორც Cotarella & Chiasso-ს გვერდზე ვკითხულობთ, ქართველ მეღვინეებთან თანამშრომლობით ახალ პროექტს აანონსებენ, რომელსაც სწორედ კოტარელა, ხელმძღვანელი Pier Paolo Chiasso და მათი მეღვინეთა გუნდი ჩაუდგება სათავეში ორ ქართველ მეწარმესთან, ბაჩო ბუღდიაშვილთან და ვატო ოთხმეზურთან ერთად. პროექტი ტერუარის ტიპურ ყურძენზე სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარებას მოიცავს. უმთავრესი ჯიშებია საფერავი და რქაწითელი, თუმცა იმუშავებენ მწვანეზე, ხიხვზე, ალექსანდრულზე, მუჯურეთულსა და ოჯალეშზე. პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება. სტუმრები: სანდრო პეტრიაშვილი - Nimbi Winery, კომერციული დირექტორი; ბექა ქენქაძე - Nimbi Winery, დირექტორი
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...
მსგავსი ვიდეოები
Iebi / голос 2013 / amazing voice / нереальный голос - Salom...
Besarion Rostiashvili
მთის ხალხი - ტრადიციული მუსიკა
traditional romanian
ბიოფერმერი ელისო ღვინიაშვილი მაყვალში ნიმის ზეთის გამოყენები...
Bioagro Georgia
გიორგი გაბუნიას და ჯიმი აბესაძის მეუღლეები ღამის შოუში | 8 მ...
TV IMEDI
ეფექტური სარეკლამო კომპანიები – Skuteczne kompanie reklamowe
Klaster Innowacji Społecznych