უცხოური: ზეინ მალიკი და ჯიჯი, "სამეფო კარის" საქორწინო მოსაწვევი, ავიჩის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი
* დაშორების შემდეგ პირველად, ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში ერთად დააფიქსირეს. ჯერ-ჯერობით წყვილს შერიგებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მომღერალმა არაერთხელ აღიარა, რომ ჰადიდი კვლავ ძალიან უყვარს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, 2,5 წლიანი რომანის შემდეგ წყვილმა ცალ-ცალკე ყოფნა არჩია. * სულ მალე, „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავების, კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის ქორწილი გაიმართება. ზუსტ თარიღს წყვილი საგულდაგულოდ მალავს, თუმცა ჟურნალისტებმა სხვა დეტალების გარკვევა მოახერხეს. კერძოდ კი იმისი, როგორ გამოიყურება მათი საქორწინო მოსაწვევი. აღმოჩნდა, რომ ბარათები სერიალის სტილშია გაფორმებული და ეს სიმბოლურიც არის, რადგან წყვილმა ერთმანეთი სწორედ ამ პროექტით გაიცნო. ცნობილია ასევე ისიც, რომ დაპატიჟებული სტუმრების სიაშია „სამეფო კარის თამაშების“ მთლიანი გადამღები ჯგუფი. ქორწილის გამო დროებით შეჩერდება სერიალის გადაღების პროცესიც კი. * ავიჩის ნათესავებმა დუმილი დაარღვიეს და დიჯეის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დაასახელეს. როგორც აღმოჩნდა, მუსიკოსმა მართლაც თავი მოიკლა. გარდაცვლილთან იპოვეს წერილი, სადაც ის თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს. „როდესაც მისი გასტროლები დასრულდა, ის ცდილობდა ცხოვრებისეული ბალანსი ეპოვა და ის ეკეთებინა, რაც მართლა უნდოდა – მუსიკა. ის ცდილობდა სულ პოზიტიურად ეფიქრა, მაგრამ ვერ შეძლო. ტიმი არ იყო შექმნილი ბიზნესისთვის, სადაც მოულოდნელად მოხვდა. ის ძალიან მგრძნობიარე იყო და მართლა უყვარდა თავისი თაყვანისმცემლები“, – განაცხადა დიჯეის ოჯახმა ოფიციალურ განცხადებაში. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
უცხოური: კენდის სვეინპოლი გაშიშვლდა, „სამეფო კარის თამაშების...
Music Box
ჯეიმი და ტირიონი | ფორტ ბოიარდი
სამეფო კარის თამაშები / Game of Thrones Ge
სამეფო კარის თამაშები | სახალისო მომენტები გადაღებებიდან
სამეფო კარის თამაშები / Game of Thrones Ge
მსოფლიოს მთავარ კითხვას პასუხს სოფია ბზეკალავა სცემს - როგორ...
Music Box
ასკეზა
Lasha Chilindrishvili
\u0026#039;სამეფო კარის თამაშების\u0026#039; მოყვარულებისთვი...
PalitraNews
სამეფო კარის თამაშები | სეზონი 8 | ოფიციალური თრეილერი
სამეფო კარის თამაშები / Game of Thrones Ge
რატომ არ მოგვწონს სამეფო კარის თამაშების ბოლო სეზონი? (განხი...
თომათო / Tomato