ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო (ტექსტით)
მუსიკა აღებული ბმულიდან: • ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი, ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი; ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი, რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი... ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული; რტოებგაშლილი და გამოჩინებული, ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული. ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები! თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები! ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია, რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად. მაგრამ უცაბედად მატლი არეულა, ბორბალი უკუღმა დატრიალებულა. ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი. მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი. ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ, სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ. ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა, იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა. ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია, ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია, - რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!- ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი... ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“ ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!
მსგავსი ვიდეოები
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
Silk School
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
Davit Jakeli
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
Baram Gurji
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.......
saba mchedlishvili
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
Giorgi Mikanadze
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
geo home tbilisi
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
Dro
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
Memeნო