PKTV-ს გულახდილი საუბრები სახალხო და ისტორიულ "ხულიგან" მფრინავ ზაურ ბედიასთან.1992 -93 წწ. ქრონიკა

04/22/2022
PK TV2-ის მიერ

● გვესტუმრეთ: https://pktvgeorgia.ge/index.php

● შემოგვიერთდით:   / pktv.ge  

ეს გადაცემა ტელეკომპანია PKTV-ს პირდაპირ ეთერში გავიდა 2022 წლის 23 თებერვალს, ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის საავტორო რუბრიკებში:\"ქორონიკონი - გაყალბებული ისტორიის საპირისპიროდ და ჟურნალისტური გამოძიების საათი\". 22 აპრილს, წითელ პარასკევს, ამ ყველაზე მძიმე ვნების დღეს, გაცემისა და დაცემის დღეს, რომელიც გარდუვალი აღდგომის დღეა, გადაცემა შეგნებულად განმეორებით გავიდა ტელეკომპანია PKTV-ს ეთერში - გულახდილი საუბრები სახალხო მფრინავთან, სოხუმის გაერთიანებული ავიახაზების ხომალდის მეთაურთან, ბატონ ზაურ ბედიასთან, რომელმაც, სხვა ისტორიულ ფრენებთან ერთად ყველაზე სამახსოვრო ფრენა - 'ხულიგნური\" ფრენა შეასრულა - დიახ, სწორედ ბატონი ზაურ ბედია გახლდათ ის მფრინავი, რომელმაც 1992 წლის იანვრის დასაწყისს, სამშობლოდან იძულებით დევნილი საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ოჯახსა და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად გადააფრინა სასომხეთიდან ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, პრეზიდენტ ჯოჰარ დუდაევთან...დღეს , კავკასიის არწივის ჯოჰარ დუდაევის დღეა! სწორედ სიმბოლურად ამ დღეს, წითელ პარასკევსა და ჯოჰარის დღეს მივუძღვენი განმეორებით ეს გადაცემაც!
ნათელი და დიდება თქვენს სულებს, არწივნო - ზვიად, ჯოჰარ, მერაბ! დარწმუნებული ვარ, ამ გაცემა-დაცემას გარდუვალი აღდგომა მოყვება - ეს გვითხრა უფალმა თავისი მაგალითით და ეს დაგვიბარა ზვიადმა თავის მოწამებრივი ცხოვრებითა და სტრიქონებით! თქვენ კი, ბატონო ზაურ Zaur Bedia, დღეგრძელობა და ისევ ასეთი ვაჟკაცური შემართება.
დანარჩენს გადაცემიდან შეიტყობთ!
აღმდგარიყოს საქართველო და გაძლიერებულიყოს, გამთლიანებულიყოს, დიდება ჩვენს გმირებს, დიდება საქართველოს, დიდება ჩეჩნეთს, ინგუშეთს. დიდება კავკასიას, რომელიც აუცილებლად ერთ სახლად იქცევა უფლის ნებითა და წყალობით!!!! უფალს ებარებოდეთ; ამინ.
პატივისცემით, ქეთი სესიაშვილი
გადაცემის წამყვანები - ჟურნალისტები: ქეთი სესიაშვილი, გიგლა გობეჩია.
სტუმარი - ბატონი ზაურ ბედია.
მაშ ასე, გვიყურეთ ჩვენ, ტელეკომპანია PKTV-ის - ჩვენ არ მოგატყუებთ!
გაგრძელებები იქნება...
ტელევიზია pktv-ს ახალი მაყურებლის საყურადღებოდ: ჩამონათვალს გიწერთ აქ და უყურეთ, რომელი პროვაიდერითაც გინდათ: silktv - 251-ე არხი, magticom- 49-ე არხი, CTV1, myvideo.ge - live , \"ახალი ქსელები\", სჯს. საარქივო გადაცემები youtube.com-ზე ( აკრიფეთ pk tv2), მწვანე ლოგო. საარქივოც და პირდაპირი ეთერი - myvideo.ge pktv და ჩვენს საიტზე pktvgeorgia.ge ● შემოგვიერთდით:   / pktv.ge  .

● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV

ვიდეოები „PK TV2"-ისგან