თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი

2 თვის წინ

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4-დან 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალის გახსნას დაესწრება პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი, აგნეშკა ჰოლანდი. ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“. ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი, 10 დეკემბერს შედგება. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი „როქსი“. დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და გადაეცემათ ფესტივალის პრიზი, „ოქროს პრომეთე“. საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი იქნება ექვსი სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ასევე რვა სრულმეტრაჟიანი და შვიდი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ნამუშევარი. საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან