"სტუდენტური კვირეული" გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ინიციატივა

16.11.2021 05:18

17 ნოემბერს, სოხუმის უნივერსიტეტში, სტუდენტთა საერთშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სამმხრივ ხელშეკრულება გააფორმა სტიპენდიანტებთან, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან. ამავე დღეს კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ლელა კოტორაშვილის (მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტის) სპეციალურ ვორქშოფი სტუდენტებისთვის. სტუდენტთა კვირეული და კამპანია #მომავალიპედაგოგი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ინიციატივითა და 6 პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით იმართება. პროექტის მიზანია გახადოს მასწავლებლის პროფესია უფრო მიმზიდველი, პოპულარიზაცია გაეწიოს პედაგოგიური მიმართულებით სწავლას, ერთმანეთს დააკავშიროს მოქმედი წარმატებული და მომავალი პედაგოგები. #გპფგრანტები #უკეთესიგანათლება #უკეთესიმასწავლებელი

გაზიარება: