ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 61 მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი გახდა. დადასტურდა 4 058 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.59%-ია, რაც წინა დღეებთან შედარებით, უკეთესი შედეგია. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევიდან: ყველაზე მეტი 1 550 თბილისშია გამოვლენილი. შემდეგ მოდის იმერეთი - 766 შემთხვევით და შიდა ქართლი, სადაც 354 ინფიცირებული გამოვლინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 951, საიდანაც საავადმყოფოებში 6 515 ადამიანი მკურნალობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები