"კომპანია ბორჯომთან დაკავშირებით რთული მდგომარეობაა" - ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი "IDS ბორჯომი საქართველოს" გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ბორჯომში მყოფმა წილოსანმა "მეცხრე არხთან" განაცხადა, რომ კომპანია საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, თუმცა პრემიერ-მინისტრი უშუალოდაა ჩართული პროცესებში და პრობლემის გადაჭრის გზებიც დასახული აქვს. დეპუტატის თქმით, "ბორჯომის" ქარხნების საკითხი მთავრობისთვის პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ დღეს ბორჯომში პროტესტის მე-6 დღეა. ქარხნის გაფიცულ მუშებს მხარდამჭერები გურიიდანაც შეუერთდნენ.

მსგავსი ვიდეოები