კულინარიული შოუ კოოპერატივ "ლეიფანას" ესტუმრა

27.07.2015 16:42

წარმოგიდგენთ კულინარიული შოუს ,,ძლიერი სოფელი” ახალი გადაცემის ჩანაწერს. ამჯერად, ნათია მონტგომერი და მისი გადამღები ჯგუფი კოოპერატივს ,,ლეიფანას” ეწვია ცაგერში, სოფელ ოყურეში. კოოპერატივი "ლეიფანა" ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის "ქეა საერთაშორისოს" მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ვაზის უნიკალურ ჯიშს, "უსახელაურს" აწარმოებს. კოოპერატივის თავჯდომარე ტიტე მანდარია საუბრობს მის კოოპერატივში დამზადებული ღვინის უნიკალურობაზე და ასევე იმ სიკეთეებზე, რომელიც ENPARD-ის პროექტში გამარჯვებამ მოუტანა მას და კოოპერატივის სხვა წევრებს. შეგახსენებთ, რომ ENPARD და Food TV წარმოგიდგენთ ახალ ერთობლივ პროექტს სახელწოდით “ძლიერი სოფელი”. ყოველ პარასკევს, 15:00 საათზე, ადევნეთ თვალყური ENPARD-ის მიერ დაფინანსებული კოოპერატივებიდან სატელევიზიო კულინარიულ გადაცემას ნათია მონტგომერთან ერთად. ახლოდან გაეცანით ENPARD-ის მიერ მხარდაჭერილ კოოპერატივებსა და მათ პროდუქციას.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო