ახალი 2 | უბედური შემთხვევა | 27.09.12

27.09.2012 00:57

ტრაგიკული შემთხვევა გურიაში. ოზურგეთში ავარიას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ბებია და შვილიშვილი, სახლთან ახლოს, გზის სავალ ნაწილთან განთავსებულ სანაგვე ურნასთან იდგნენ, როდესაც ბავშვს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი გვიან ღამით ბათუმში სასამართლო ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და პოლიციის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: