ტრაგიკული შემთხვევა გურიაში. ოზურგეთში ავარიას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ბებია და შვილიშვილი, სახლთან ახლოს, გზის სავალ ნაწილთან განთავსებულ სანაგვე ურნასთან იდგნენ, როდესაც ბავშვს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი გვიან ღამით ბათუმში სასამართლო ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და პოლიციის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube