ქართული ბრენდის „Sofia by Nicolas"-ის..

10/12/2012
odishitv-ის მიერ

ქართული ბრენდის „Sofia by Nicolas\"-ის კოლექციის ჩვენება ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში.

ქართული ბრენდის „Sofia by Nicolas\"-ის კოლექციის ჩვენება ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გუშინ საღამოს გაიმართა. კოლექცია ორი დიზაინერის, ნიკოლოზ ქანთარიასა და სოფია ხარჩილავას ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს. თუმცა ამჯერად ჩვენებას მხოლოდ ნიკოლოზ ქანთარია ხელმძღვენელობდა. ახალგაზრდა დიზაინერმა დამსწრე საზოგადოებას შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარუდგინა და ბრენდის მიერ შექმინილი სამოსი ადგილობრივ მოდელებს მოარგო. თავად დიზაინერი საკუთარი შემექმედებით კმაყოფილი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ეს ქართული ბრენდის „Sofia by Nicolas\"-ის რიგით მეორე ჩვენებაა. პირველი ჩვენება ანაკლიაში, აგვისტოს თვეში გაიმართა.
http://www.odishi.ge/
  / odishitv