ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია / Khotevi Archangel Church
ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში მდებარეობს. იგი XVII საუკუნით თარიღდება. სოფელი ხოტევი თავად წულიკიძეთა სამფლობელო ყოფილა, ხოტევის ეკლესია კი თავად მერაბ წულუკიძეს აუგია. ეკლესია თავიდან უგუმბათო იყო. ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა. ფრესკები აღწერილი აქვთ მარი ბროსესა და ექვთიმე თაყაიშვილს, აქ გამოსახული ყოფილა მერაბ წულიკიძის, მისი მეუღლის მარეხის, დათუნა წულუკიძის და ლოლოიძის ქალის პორტრეტები. ხოტევის ეკლესია 1924 წელს, ანტირელიგიური პროპაგანდის დროს დაუნგრევიათ. ტაძრის წარწერებიანი და მოხატულობიანი ქვები სკოლის მშენებლობისას გამოუყენებიათ. ეკლესია მოგვიანებით აღადგინეს. ამჟამად იგი თავისუფალი ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. დასავლეთის მკლავის სახურავის კეხზე სამრეკლო-ფანჩატურია აღმართული. შესასვლელები და სარკმლები შემკულია XX საუკუნისთვის დამახასიატებელი დეკორატიული მოტივებით. ტაძარი (გარდა გუმბათისა) გარედან შეთეთრებულია. ფასადებს სადა ლავგარდანი შემოუყვება. ეკლესია ნაგებია თლილი ქვით. #Khotevi #Church #Ambrolauri #Racha #Georgia
Lasha Mtvaradze-ის სხვა ვიდეოები
ლენტეხის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია / The Church...
00:58
ჯვრის მონასტერი / Jvari Monastery
02:03
ნინო წმინდას შინი, ფოკა
00:16
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
02:06
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
00:54
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
00:46
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
00:46
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
მსგავსი ვიდეოები
ხოტევისა და ბუგეულის მოსახლეობა
info9 info99
შაორი-ხოტევი/Shaori-Khotevi
Mike Duchidze
რ ა ჭ ა (ხოტევი)
Tamta Gogelashvili
რაჭა საქართველოს ულამაზესი მხარე / ნაქერალა, შაორი, ნიკორწმი...
No Copyright Music
Racha Georgia - TRAVEL Where You Live | იმოგზაურე სადაც ცხოვ...
TRAVEL With Us