აშშ 11 სექტემბრის საიდუმლო მასალებს გაასაჯაროებს

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული რიგი მასალების გასაჯაროებას ეხება. „11 სექტემბრის 20 წლისთავის წინ ამერიკელი ხალხი იმსახურებს უფრო სრულყოფილი სურათის დანახვას იმაზე, რაც მათმა ხელისუფლებამ იცის ამ თავდასხმების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ შეინარჩუნოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საიდუმლო მასალები დარჩეს მხოლოდ კონკრეტულ და აუცილებელ შემთხვევებში“, – ნათქვამია ბრძანებულებაში. ქვეყნის პირველმა პირმა გენერალურ პროკურორს დაავალა, 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული დოკუმენტების უკვე ღია მასალები ექვს თვეში გავრცელდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები