Mercedes-ის ახალი ელექტრომობილი EQE SUV-ი

10/17/2022
Business Media Georgia-ის მიერ

ერთ-ერთმა უდიდესმა ავტომწარმოებელმა, გერმანულმა Mercedes-Benz-მა პრემიუმ-სეგმენტის კიდევ ერთი ელექტრომობილი, EQE SUV-ი წარმოადგინა. ეს უკანასკნელი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის, ამერიკული Tesla-ს Model Y-ის მთავარ კონკურენტად მოიაზრება, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

შეგახსენებთ, რომ Mercedes-Benz-ის მიერ მორიგი ელექტრომობილის დაანონსება, მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე, ავტოპარკის სრული ელექტრიფიკაციის გეგმას უკავშირდება.

Mercedes-Benz-ის უახლესი ავტომობილი – EQE SUV-ი, რომელიც კომპანიამ პარიზის ავტოშოუზე წარმოადგინა, Tesla Model Y-ზე მეტად გამძლე და უფრო ძვირად ღირებული მოდელია – ავტომობილი, რომელიც €70 ათასი ღირს, ელემენტის ერთი დამუხტვით 590 კილომეტრს გადის. ცნობისთვის გეტყვით, რომ Tesla Model Y-ის საწყისი ფასი $65 ათასია და ის 511 კილომეტრს გადის.

#ელექტრომობილი #Mercedes #საქმიანიდილა #bmg

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან