რას წაიკითხავთ Forbes ის ივნისის ნომერში

06/08/2017
Business Media Georgia-ის მიერ

გამოცემა Forbes Georgia, ახალ თვეს ტრაციდიულად ახალი ნომრით, ახალი ისტორიებით, რეიტინგებითა და სიახლეებით იწყებს. მიმდინარე თვის ნომერში განხილულ საინტერესო ლიდერბორდებს, მოსაზრებებს, სტრატეგიებსა და ტექნოლოგიებს ჩვენი ჟურნალისტი ტრადიციულად მარიამ ადამია მიმოიხილავს. მარიამ …

ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა გალფსა და ზაზა ფაჩულიას შორის გრძელვადიან თანამშრომლობას გულისხმობს, რომლის მიზანიც იმაზე უფრო ფართო და მნიშვნელოვანია, ვიდრე კომპანიის მხრიდან მხოლოდ სწორი მარკეტინგული გათვლა, ან ცნობილი კალათბურთელის მხრიდან თავისი შემოსავლების კიდევ უფრო მეტად გაზრდის გადაწყვეტილება. საქართველოს უმდიდრესი სპორტსმენი კომპანია გალფის სახე ხდება, ხოლო ჰონორარი, რომელსაც ზაზა მიიღებს, მის აკადემიას, ანუ ქართული კალათბურთის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას მოხმარდება. თუკი ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ კამპანიას #NBAVote Zaza Pachulia-სა და ზაზას უპრეცედენტო მხარდაჭერას გავიხსენებთ, ვფიქრობ დასახული მიზნის მიღწევა არ გაუჭირდება. დანარჩენი კი ფორბს ჯორჯიას, ივნისის ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ, სადაც გარდა სპორტსმენის სტატიისა და გალფის ახალი სიმაღლისა, კიდევ ბევრი საინტერესო და წარმატებული მაგალითების გაცნობის შესაძლებლობა გექნებათ.

საქმიანი დილა
08/06/2017

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან