ნეშტების გადასვენება სომხურ პანთეონში

3 თვის წინ

რეაბილიტაციის დროს კულტურის სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ თავდაპირველად ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგ სამუშაო პროცესი შეჩერდა და ადგილზე მოიწვიეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგები. სპეციალისტებმა სულ ხუთი ნეშტი აღმოაჩინეს, მათგან ორი იდენტიფიცირებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით. ირკვევა, რომ ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, მეორე კი - მისი მეუღლისაა. საქართველოში სომხური სათვისტომოსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლის შეთანხმების საფუძველზე, ყველა ნეშტი სომხურ პანთეონში გადაასვენეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან