Bîranîna K'eremê ANQOSÎ li Tbîlîsî - ქერიმ ანყოსის ხსოვნის საღამო კავკასიურ სახლში 19.12.2021

12/30/2021
A N Q O S I-ის მიერ

Bîranîna K'eremê ANQOSÎ li Tbîlîsî hate P'êşk'êş kirinê Alîyê Mala Êzdya RONAHY û Mala Kavkasîa.
19 დეკემბერს18:00 საათზე „კავკასიური სახლისა“ და საქართველოს იეზიდური ასოციაცია „რონაის“ ორგანიზებით შედგება დიდი იეზიდი მოღვაწის, ქერიმ ანყოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
ქერიმ ანყოსი (1937-2019) გახლდათ მწერალი, ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში ქურთულენოვანი რადიოგადაცემის რედაქტორი, ქურთულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ რედაქტორი. მისი დამსახურება საქართველოში მცხოვრები იეზიდების და ამრიგად, ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის კულტურის განვითარებაში განუზომელია. ბატონმა ქერიმმა საქართველოს რადიოში ქურთულენოვანი გადაცემა დააარსა, შექმნა იეზიდური სახალხო მომღერალთა და მუსიკოსთა ჩანაწერების ფონდი, გამოსცა პირველი ორენოვანი სახელმძღვანელოები — ქართულ-ქურთული და რუსულ-ქურთული, შეადგინა ქართულ-იეზიდური (კურმანჯი) ლექსიკონი.
იგი რედაქტორობდა ქურთულენოვან გაზეთს „გლავეჟი“ („ცისკრის ვარკსვლავი“) და ქართულენოვან „საქართველოს ქურთებს“.
ბატონმა ქერიმმა რამდენიმე იეზიდური ორგანიზაციას ჩაუყარა საფუძველი; მისი მხატვრული შემოქმედება გამოცემულია როგორც იეზიდური, ისე ქართულ ენებზე; ქერიმ ანყოსი მრავალი ცნობილი იეზიდური სიმღერის ავტორიცაა…
ღონისძიებაზე ბატონი ქერიმის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და შემოქმედებას გაიხსენებენ მისი მეგობრები, თანამოაზრეები და ისინი, ვის ცხოვრებაზეც მან წარუშლელი კვალი დატოვა.
ღონისძიება გაიმართება „კავკასიურ სახლში«»Caucasian House“ მისამართზე გალაკტიონ ტაბიძის N20.

ვიდეოები „A N Q O S I"-ისგან