ბელარუსის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

ბელარუსის პრეზიდენტის პროვოკაციული ნაბიჯი - ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. საქართველოში ბელარუსის ელჩი პროტესტის ნიშნად და ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ოფიციალური თბილისის რეაქცია მძიმეა, მით უმეტეს, რომ ბელარუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს. ბიჭვინთაში ლუკაშენკო აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტს შეხვდა, საუბარი ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას დაეთმო. ოკუპირებულ რეგიონში სტუმრობას პუტინთან აუდიენცია უძღოდა, რომელიც სოჭში გაიმართა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები